პატრიარქი: მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს

დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა დასრულდა. წირვის ბოლოს უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლობა მიულოცა.
„ყველას გილოცავთ შობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ეს წმინდა ტაძარი ის ადგილია, სადაც მრავალი ადამიანი მიდიოდა ფეხით, ფეხშიშველა და მიდიოდა რწმენით, რათა მიეღოთ თხოვნა და ღებულობდნენ მას. და აი, დღეს ჩვენ, მთელმა საქართველომ შევასრულეთ ღვთისმშობლისადმი ლოცვა და მე ვფიქრობ, ეს ლოცვა მოახდენს სასწაულს. დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი.
ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს“, – ბრძანა უწმინდესმა.
გარდა ამისა, პარტიარქმა დეკანოზი ირაკლი ოთხმეზური გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და კიდევ ერთხელ მიმართა ტაძარში შეკრებილებს სამჯერ ეთქვათ ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი „მოწყალებისა კარი განგვიღე“.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 12:00 საათზე ტაძარში პატრიარქმა მრევლთან ერთად სამჯერ წარმოთქვა „მოწყალებისა კარი განგვიღე“ და მრევლს შეახსენა, რომ მთელ საქართველოში ეს ლოცვა ყველა მორწმუნეს უნდა ეთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები