„დაწყებულია პროექტები, რომლებიც ახალი საცხოვრებლით დამატებით რამდენიმე ათას დევნილ ოჯახს უზრუნველყოფს“

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სანზონა – ნაძალადევის მე-18 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მიხეილ ყაველაშვილი სასტუმრო „ქართლსა“ და „ოქროს საწმისში“ შესახლებულ დევნილებს შეხვდა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დევნილების პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი დაფინანსება გასამმაგდა.
მისი თქმით, უკვე დაწყებულია პროექტები, რომლებიც ახალი საცხოვრებლით დამატებით რამდენიმე ათას დევნილ ოჯახს უზრუნველყოფს.
„ ჩვენ ერთად გადავჭრით არსებულ პრობლემებს და ერთად მივაღწევთ კეთილდღეობას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მე არ ვაპირებ თქვენგან შორს ყოფნას, ის პრობლემები, რაც დღეს არსებობს თქვენს ოჯახებში, ერთად უნდა მოვაგვაროთ, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ უფრო ძლიერები ვიყოთ და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, -განაცხადა სანზონა – ნაძალადევის მე-18 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სანზონა – ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პარტიის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმაც გააცნო. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება დევნილთა პრობლემების მოგვარების გზებია.
„ჩვენ 12 000-მდე ადამიანს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართი და ეს გახდა მათი მუდმივი საკუთრება, ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლებით“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები