22 სექტემბერი მანქანების გარეშე – „ვაჩვენოთ, რომ სხვანაირ ქალაქში ცხოვრება გვინდა“

22 სექტემბერს საკუთარი ავტომობილები სახლში დატოვეთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით, ან სულაც, ფეხით იარეთ. ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფის – „გული თბილისისთვის“ ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
როგორც, ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, 22 სექტემბერს მსოფლიოს ისეთი ქალაქები აღნიშნავენ, რომლებიც დატვირთულია საავტომობილო მოძრაობით და სერიოზული ნეგატიური შედეგები აქვთ გამონაბოლქვის, საცობებისა და ხმაურის გამო.
მისივე თქმით, თბილისი, სამწუხაროდ, არის მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი, სადაც ჰაერის დაბინძურების შედეგად, ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.
22 სექტემბერის აქციას ხვალ თბილისის მერიც შეურთდება.
“მე როგორც ვიცი, ხვალ დავით ნარმანია მანქანის გარეშე მოვა სამსახურში, ასევე დიდი გამოხმაურებაა საჯარო პირების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. განსაკუთრებით აქტიურები არიან რიგითი თბილისელები, რომლებიც ასევე შემოუერთდებიან აქციას“, – განაცხადა ლევან ცუცქირძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, თუნდაც რამდენიმე საათი ავტომობილის გაჩერება მნიშვნელოვანი იქნება ეკოლოგოოსთვის.
„მართალია, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს ვერც ერთი დღის აქცია და ალბათ, ვერც ერთკვირიანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისის მცხოვრებლებმა გავიაზროთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და 22 სექტემბერს ავტომობილები სახლში დავტოვოთ. ამით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვინდა სხვანაირ ქალაქში ცხოვრება, ჩვენ გვინდა ცხოვრება ქალაქში, რომელიც არის არა ბეტონის ჯუნგლი, რომელიც ეკუთვნის არა ავტომობილებს, არამედ ამ ქალაქის მოქალაქეებს – თბილისელებს, ქალაქის სტუმრებს და იმ ხალხს, ვინც აქ ცხოვრობს“, -აცხადებს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები