დავით სონღულაშვილი: ადგილობრივ ფერმერებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები სოფელ შაშიანის ფერმერებთან, ქალაქ გურჯაანში მდებარე სპირტის სახდელი ქარხნის თანამშრომლებთან და გურჯაანის მოსახლეობასთან გამართა.
დეპუტატობის კანდიდატმა ფერმერებისგან მათი საქმიანობის ისტორია და სამომავლო გეგმები მოისმინა, სპირტის სახდელი ქარხნის თანამშრომლებსა და გურჯაანის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრებზე, რომელმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, გურჯაანელებმა ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებზე. დავით სონღულაშვილი მათ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დახმარებას დაჰპირდა. შეხვედრების ბოლოს დავით სონღულაშვილმა სპირტის სახდელი ქარხანა დაათვალიერა.
„ადგილობრივ ფერმერებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროექტების შესახებ, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. მაგალითად, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „უმასპინძლე საქართველოში“ და სხვა. ჩემი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყო თითოეულ თქვენგანს საქმის კეთებაში. მაქსიმალურად ვეცდები, როგორც დეპუტატი, რომ ამ პროექტების სიკეთის უმეტესი ნაწილი გურჯაანში წამოვიდეს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები