სადახლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოში 150 ბავშვზე გათვლილი, ახალი თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება.
დაგეგმილი პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა 5 სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ჯგუფებზე გათვლილი, სადაც გათვალისწინებულია შშმ პირთათვის ასასვლელი პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები. მოეწყო დიდი, კომფორტული და ნათელი ოთახები, რომლებიც ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რაც ბაღის ტერიტორიის ლითონის მესერით შემოღობვას, კერამიკული ფილით მოპირკეთებულ მისასვლელ ბილიკებსა და გამწვანების ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი 2015 წლის 4 დეკემბერს დაიწყო და 2016 წლის ნოემბრის თვეში დასრულდება, რომლის საერთო ღირებულება 648 499 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები