ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს .

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარმა კანდიდატმა ასამდე შეხვედრა ისნის მოსახლეობასთან უკვე გაიმართა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ისნის მოსახლეობასთან მსგავსი ხასიათის შეხვედრები არჩევნების მერეც გაგრძელდება.

ნაცვლიშვილმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და ამომრჩევლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი ინდუსტრიის როლის დაბრუნებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები