რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართება

რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. სწავლების ძირითადი თემები იყო საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა. რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენ შემდეგ საკითხებს: მედიის წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
ტრენინგი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელეს. ტრენინგებს უძღვებოდნენ IFES-ის ექსპერტი, ცესკოს სწავლების ცენტრის, იურიდიული დეპარტამენტის და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
სამდღიანი სწავლება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა. ტრენინგში კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სვანეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის 75-მა რეგიონული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტ და რადიო) წარმომადგენელმა მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები