“პირველკურსელები პრეზიდენტისგან ახალი სასწავლო წლის მისალოც წერილსა და არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებას მიიღებენ”

საქართველოს ყველა უნივერსიტეტის პირველკურსელი საქართველოს პრეზიდენტისგან ახალი სასწავლო წლის მისალოც წერილს მიიღებს, რომლითაც, მილოცვასთან ერთად, პრეზიდენტი სტუდენტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი კამპანიის სახელწოდება პირობითად „შენი ხმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ცოდნა” იქნება. პრეზიდენტის ინიციატივა საპრეზიდენტო კამპანია “შენი ხმა ჩვენი მომავალიას“ ფარგლებში განხორციელდება. პრეზიდენტი კამპანიაში ახალგაზრდების მეშვეობით ამომრჩეველს გააქტიურებისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
მიშველაძის თქმით, აღნიშნული კამპანია წარმატებით გრძელდება.
„ სხვადასხვა რეგიონში სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლების დასრულების შემდეგ, პროექტი გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიასთან” ერთად. ამ ეტაპისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფროსკლასელები თავიანთ რეგიონებში მოუწოდებენ მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ პარტიას. ამ ახალგაზრდებმა ასევე მოამზადეს ვიდეორგოლები, რომლის მიზანიც საარჩევნო პროცესში თითოეული ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა“,-განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები