თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელების, დიდი და პატარა გარეჯვრის მოსახლეობას შეხვდა.
თემურ ხუბულურმა შეკრებილ ამომრჩევლებს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხა გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონალურ განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებასა და საპენსიო რეფორმას დაუთმო.
„ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. ასეთი სისტემა ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას. საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება“, -აღნიშნა ხუბულურმა. მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის „ქართული ოცნება“  რევოლუციური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. 2020 წლამდე დაიგება 800 კმ.- ზე მეტი სიგრძის, 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტობანის მშენებლობა. ამასთან, როგორც ხუბულურმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო.
„შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგია (2015-2020), რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები: ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება“, – განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თემურ ხუბულურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები