პოლიციის კაპიტანი მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, კაპიტანი ზურაბ ლუხოშვილი ე.წ. “ჩაჯდომების” ვარჯიშში მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება.

როგორც “ინფო 9”-ს საქართველოს რეკორდების ფედერაციიდან აცნობეს, მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად, ზურაბ ლუხოშვილმა 80–ფუნტიანი (36.287 კგ.) ზურგჩანთის თანხლებით, ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 43 ჩაჯდომა უნდა შეასრულოს. გინესის მოქმედი რეკორდი 42 ჩაჯდომაა და იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნის, მანამდე კი 40 ჩაჯდომით, პირველ ადგილს ბრიტანელი პედი დოილი იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები