თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, 20 სექტემბერს 02:00-დან 06:00 საათამდე ელექტრომომარაგება შუეწყდება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელ გლდანის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის აგარაკების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ავშნის, გობრონიძის, შენგელიას, რომელაშვილის, რეხის და ნუშის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, მუხრანის, რატევანის, ნაგომრის, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გლინკას, ჩარგლის, გუდამაყრის, ლიახვის, შენგელაიას, ჟინვალის, ბოგვის, ზიგზაგის და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დღესვე, 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირს (ნაწილობრივ), საბურთალოს, კარტოზიას, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, ნუცუბიძის, მარგიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩებს.
გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება 20-20 წუთის მონაცვლეობით შეეზღუდებათ : ვარკეთილი-3-ის I, II, III, IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
კომპანია აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები