უჟანგბადობის გამო ნურიგელას ტბაში თევზები დაიხოცა

ნურიგელის ტბაში თევზები დახოცვა უჟანგბადობამ გამოიწვია. ამის შესახებ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსმა, ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.
მსგავსი პრობლემა, თევზაძის განცხადებით, პირველი არ ყოფილა ნურიგელის ტბაში. უჟანგბადობა რამდენიმე თვის წინაც დაფიქსირდა.
„პრობლემები რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ტბაში ტოქსიკური ციანობაქტერიების დონის მატება შენიშნეს. ტბის ეკოსისტემა დაირღვა და თევზაობაც ადილობრივებისთვის აიკრძალა“, – განაცხადა თევზაძემ.
მისივე განმარტებით, ოქტომბრის დასაწყისში დამონტაჟდება ტბის აერაციის სისტემა, რაც პრობლემას მოაგვარებს.
“ტბის აერაციის სისტემის შეძენა და დამონტაჟება 292 400 ლარი ჯდება. ხელოვნური აერაცია ტბისთვის აუცილებელია და ის უკვე შევიძინეთ. ახლა მიმდინარეობს სისტემის დამონტაჟება. სავარაუდოდ, ოქტობრის ბოლოსთვის სისტემის მონტაჟი დასრულდება და გაზაფხულზე ბათუმის ცენტრალური ტბა გაჯანსაღდება“, – განაცხადა ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები