ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახლადაშენებულ ბაღში განახლდა. ახალი ბაღი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა ჭანიეთის თემში გასულ წელს დაიწყო და 2016 წლისთვის დასრულდა.
საბავშვო ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, ოზურგეთის საბავშვო თეატრის მსახიობებმა თოჯინური სპექტაკლი გამართეს.
„ჭანიეთის საბავშვო ბაღი პირველია 4 საბავშვო ბაღიდან, რომლებიც მიმდინარე წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ პატარები ნორმალურ გარემოში აღიზარდონ. მოწესრიგებულია სამყოფი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები. ბაღი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მინდა მივულოცო სოფელს და მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ჭანიეთის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 394 000 ლარი დაიხარჯა. მსგავსი ტიპის საბავშვო ბაღები 2016 წელს სოფელ ბახვში, ცხემლისხიდსა და სოფელ ოზურგეთში გაიხსნება.
14397475_10153994220724779_559985027_n 14384133_10153994220709779_451834783_n 14407692_10153994220719779_1581894071_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები