ბიძინა ივანიშვილი: ასპინძაში რუსთაველის სახლის მშენებლობაში ჩემი თანადგომა იქნება, თუ ეს სახელმწიფომ ვერ შეძლო

“რუსთაველის სახლის მშენებლობაში ჩემი თანადგომა იქნება, თუ ეს სახელმწიფომ ვერ შეძლო”, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ასპინძის რაიონში ვერ მიაღწიეს, რომ შოთა რუსთაველის სახლის მშენებლობა ხელისუფლებას დაეფინანსებინა“.
“ჩვენი ძირითადი რესურსი არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება. ჩვენ ვართ პატარა ერი, რომელმაც ევროპული და აზიური ცხოვრებაც ვიცით. მუსლიმებისა და ქრისტიანების, სომხებისა და ქართველების, ებრაელებისა და ქართველების თანაცხოვრება ჩვენი ბუნებრივი ყოფაა. ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ სკოლას, როცა მუსლიმები და ქრისტიანები ერთ შენობაში იმყოფებოდნენ. ეს ჩვენი ბუნებრივი ყოფაა. დღესაც ბევრი განვითარებული ქვეყანა იბრძვის, ქალი გახდეს პირველი პირი. სწორედ რუსთაველი ამბობდა, “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადიაო”. ამ დროს თამარ მეფე უკვე გვყავდა. ეს არის ჩვენი კულტურა. ყველაზე მეტი რესურსი სწორედ აქაა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები