ვეტერანები საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო სერვისებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ

სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ვეტერანებისათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამიერიდან ვეტერანებს შეუძლიათ კლინიკის სამედიცინო სერვისებზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კვეზერელმა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები