თბილისში „ბლუმბერგის“ ლაბორატორია გაიხსნება

აღმოსავლეთ ევროპაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე იქნება, სადაც „ბლუმბერგის“ ლაბორატორია გაიხსნება. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კომპანია „ბლუმბერგმა“ მსოფლიო წამყვანი უნივერსიტეტებისთვის შემქნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დანერგილია ლონდონისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
ემზარ ჯგერენაის განცხადებით, კომპანია ახდენს საფინანსო და სასწავლო პროცესების შერწყმას. მისივე განმარტებით, თბილისის უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში მეორე იქნება, სადაც ბაკალავრი, მაგისტრანტი და დოქტორანტი ბლუმბერგის პროგრამით სრულყოფილ და კვალიფიციურ ცოდნას მიიღებენ.
“აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი პროგრამა გახსნილია მხოლოდ კაუნასში, მეორე იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგი საკმაოდ მაღლა აიწევს, იმის გამო, რომ ის სტუდენტებს შესთავაზებს საკმაოდ სრულყოფილ, დახვეწილ და ძვირადღირებულ განათლების სისტემას“,-განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში.
„ბლუმბერგის“ ლაბორატორიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ემზარ ჯგერენაია უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები