გიორგი მარგველაშვილის წერილი პირველკურსელებს

საქართველოს უნივერსიტეტების პირველკურსელებს საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის მისალოცი წერილი გაუგზავნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
„სულ მალე, შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად, კიდევ ერთი, საპასუხისმგებლო მოვლენის პირისპირ დადგები – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება.შენი აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა – შენი ხმა ისევე მნიშვნელოანია, როგორც შენი ცოდნა.
შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე, საპასუხისმგებლოდ მოეკიდები”, – აღნიშნულია წერილში, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უნივერსიტეტების ყველა პირველკურსელს ახალ სასწავლო წელს ულოცავს.
მსგავსი შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტისაგან გორის უნივერსიტეტის პირველკურსელებმაც მიიღეს, რომლებსაც დღეს პრეზიდენტი პირადად შეხვდა.
14407648_10153994140744779_742455349_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები