მსჯავრდებულთა პრევენციული სამედიცინო გამოკვლევები ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა. დაწესებულებაში სხვადასხვა პროფილის 9 ექიმი-კონსულტანტი იყო შესული და 220 მსჯავრდებულის გასინჯვა-კონსულტირება მოხდა.
მსჯავრდებულთა პრევენციული სამედიცინო გასინჯვები ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული აქცია ხელს შეუწყობს დაავადებების პრევენციასა და მათ ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები