გედევან ფოფხაძე: ბორჯომთან მიმართებაში ხალხი იმედიანად არის

ახალი ტურისტული პოტენციალი ხალხს დასაქმების მეტ შანსს მისცემს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
ფოფხაძე ბორჯომში სასტუმროების მშენებლობას ტურიზმის განვითარების წინაპირობად თვლის, რაც, მისივე განმარტებით, დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს.
“ბორჯომთან მიმართებაში ხალხი იმედიანად არის, რადგან ხედავს, რომ ახალი სასტუმროების რაოდენობა იზრდება და არის იმის შანსი, რომ ბორჯომის ტურისტული პოტენციალის რეალიზაციასთან ერთად, ხალხს უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევთავაზოთ, რადგან წელს იყო რეკორდული რაოდენობა დამსვენებლებისა ბორჯომში“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მანვე იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რის მოგვარებასაც გუნდთან ერთად არჩევნების შემდეგ გეგმავს.
“აინტერესებს მოსახლეობას რომანოვების სასახლის საკითხი, რაზეც განვუმარტეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ოქტომბრის დასაწყისში საპარტნიორო ფონდი კონკრეტულ გეგმას წარადგენს. საერთოდ, ინფორმაციის გაცვლა ხალხს აძლევს იმის იმედს, რომ მათი პრობლემები და ის საკითხები, რაც აინტერესებთ, მხოლოდ მათი საფიქრალი არ იქნება. რჩება ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ასევე მოგვარებადია“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები