გიორგი თოთლაძე ქარელის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში ქარელის რაიონის სოფლების ბებნისის, ბებნისის მეურნეობის, ლეთეთისა და ქარელის დევნილთა დასახლების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა. საინტერესო შეხვედრა შედგა დეპუტატობის კანდიდატთან ქარელის დევნილთა დასახლებაშიც. გიორგი თოთლაძემ დევნილთა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
“მე ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენ წინაშე და გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავამართლო თქვენი იმედები”, – განაცხადა გიორგი თოთლაძემ მათთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები