რომან მუჩიაშვილი: ქალაქ საგარეჯოში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განხორციელდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქალაქ საგარეჯოს რამდენიმე უბანს ესტუმრა.
რომან მუჩიაშვილმა მოსახლეობასთან ერთად ქალაქ საგარეჯოს მასშტაბით განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელებელი სამუშაოები განიხილა.
“ქალაქ საგარეჯოში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განხორციელდა. მოასფალტდა დოდაშვილის, ქეთევან წამებულის, თამარ მეფის, ერეკლე მეორეს ქუჩები, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს წერეთლის, ქურდიანის და ჯანგულაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები. აუციებლად უნდა აღინიშნოს საგარეჯოში მიმდინარე სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან ძვირადღირებული პროექტია”, – განაცხადა რომან მუჩიაშვილმა.
შეხვედრებმა პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა. მოსახლეობამ მაჟორიტარობის კანდიდატს არჩევნებში წარმატება უსურვა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები