ირაკლი მეზურნიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროსა და კასპის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
​როგორც მეზურნიშვილმა კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, მათ მაჟორიტარი დეპუტატის სახით ეყოლებათ მხარდამჭერი და ერთგული მეგობარი. ირაკლი მეზურნიშვილი კასპის საფეხბურთო სკოლასაც მხარდაჭერას და დახმარებას დაჰპირდა.
„დარწმუნებული ვარ, სკოლის აღსაზრდელებს შორის არის მომავალი ვარსკვლავი, რომელიც გვასახელებს საერთაშორისო არენაზე. თუ თქვენი სურვილი იქნება, მე თქვენთან ერთად მივიღებ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას. პირველ რიგში კი, აუცილებელია, კარგ მდგომარეობაში მოვიყვანოთ საფეხბურთო მოედანი“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მეზურნიშვილი კასპის №1 უბნის ამომრჩევლებსაც შეხვდა. მათ ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.
„დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. საქართველოში ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმი მაღალ დონეზეა შეფასებული. მთავრობის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროგრამა ორიენტირებულია თქვენს კეთილდღეობაზე. მე ვიქნები საზოგადოების ხმა პარლამენტში. მთავარია, ჩვენს შორის იყოს მეგობრობა, რათა ვიბრძოლოთ ერთად ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“, -განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები