გედევან ფოფხაძე სოფლების მოსახლეობას ხვდება


პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქში გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე სოფლებში მართავს. დეპუტატობის კანდიდატი დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისისა და ახალდაბის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გედევან ფოფხაძე სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. დღეს გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ესწრებოდნენ. მათ ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები