როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 18-დან 21 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნალექი მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 26-29 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 31 გრადუსამდე გათბება. 21 სექტემბრის მეორე ნახევრიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები