რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მინისტრის მოადგილესთან მაია ბითაძესთან ერთად, ქვემო ქართლის სოფელ სააკაძეში განთავსებულ რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. სამარხი  მრავალშრიანი დამცავი საფარით გადაიხურა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რადიაციული საფრთხის შემცირებას, ასევე სამარხის მცენარეებისა და ნალექებისაგან დაცვას.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო სამარხის რადიაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ, პირველ ეტაპზე ბრიტანეთის მთავრობისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით  რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის სამუშაოები განხორციელდა – შემოიღობა ტერიტორია და განახლდა მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები.
რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი 60-იან წლებშია აშენებული და ბოლო 25 წლის განმავლობაში უკონტროლოდ იყო მიტოვებული, რის გამოც სამარხი არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების მოთხოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები