ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თელავის N11 უბნის ამომრჩევლებთან შედგა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები რეგიონის ყველა ქვეყანასთან. გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელების მიმართულებით, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს არის უპრეცედენტო შედეგი, რომლის თანახმადაც, ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა დამატებითი გადასახადების გარეშე“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სრული ინტერნეტიზაციის უნიკალურ პროექტზე. მისივე თქმით, დამატებით 200 000 ოჯახი ბუნებრივი აირით, 120 000 ოჯახი კი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
„ასევე, აღსანიშნავია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ისარგებლა, სრულიად უფასოა C ჰეპატიტის მკურნალობა. შეიქმნა „სოლიდარობის ფონდი“, რომელმაც დააფინანსა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თელავში, რუსთაველის გამზირზე განხორციელდა ტროტუარების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის შეკეთება, რომლის ღირებულებამ 62 000 ლარი შეადგინა,  მოასფალტდა ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები და მისასვლელები, ვახუშტისა და ციციშვილის ქუჩები, მოეწყო გარეგანათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კახეთის რეგიონული არქივის შენობას. კანდიდატმა გულთბილი მიღებისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები