ოთარ დანელია: ვეღარავინ შეაჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფელ ძველი აბაშის, ნოღოხაშისა და კვათანის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.
„მთავარია, რეალურად გავაკეთოთ საქმე და არ გავცეთ ფუჭი დაპირებები. მე არასოდეს მითქვამს და არ ვიტყვი ისეთს, რასაც ვერ გავაკეთებ. ვეღარავინ შეაჩერებს იმ პროგრესს, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა დავიწყეთ. მე მჯერა, თქვენ მომცემთ მანდატს, რომ ეს პროგრესი ერთად გავაგრძელოთ,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. ადგილობრივები ოთარ დანელიას სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრნენ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
„თქვენ თამამად შეგიძლიათ ჩემი გაკეთებული საქმეებით შემაფასოთ. ამ 2 წლის განმავლობაში რაც გავაკეთე, იმავეს გავაკეთებ და ჩემს ყველა აქტივს მოვახმარ ამ ორ მუნიციპალიტეტს, რომელიც თანაბრად პრიორიტეტულია,“-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფლებში შეხვედრებს განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები