ირაკლი ხახუბია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად ქალაქის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფოთის თეატრს, სახელოვნებო სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი დაფინანსება სჭირდებათ. შეხვედრის მონაწილეები ხელფასების ზრდის პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. როგორც ხახუბიამ აღნიშნა, 2017 წლისთვის ხელფასების ეტაპობრივი ზრდაა დაგეგმილი. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ფოთში ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები