ინგა ლოლაძე ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველს მიმართავს

„პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში, გვაქვს შანსი, ჩვენი უფლებები ჩვენვე დავიცვათ, კანონები, რომელიც წლებია ვერ “მოგვარგეს”, თავად შევცვალოთ, ვიქცეთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად!“ – ამის შესახებ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილები – დაუნის სინდრომის” დამფუძნებელი ინგა ლოლაძე და საზოგადოებას მიმართავს, მხარი დაუჭირონ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, თამარ იარაჯულს.
„მეგობრებო, განსაკუთრებით მთელი საქართველო რომ გიცნობთ, ისეთო მეგობრებო -მსახიობებო, რეჟისორებო, მომღერლებო, ტელეწამყვანებო, მხატვრებო, პოეტებო….. პოლიტიკოსებო!!!!! ვინც ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ შშმ პირების ბედზე, ვისაც ერთხელ მაინც გიფიქრიათ სოციალურად დაუცველებზე, ვისაც ერთი ღამე მაინც არ დაგძინებიათ არსებულ უსამართლობაზე ფიქრით… მოგმართავთ თხოვნით, ბოლომდე ჩაიკითხოთ ეს პოსტი: პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში ჩვენ, შშმ პირებმა, სოციალურად დაუცველებმა და ზოგადად, ყველაზე უყურადღებოდ მიტოვებული საზოგადოების ფენის წარმომადგენლებმა, ჩვენი უფლებების დასაცავად, ჩვენი შვილების უფლებების დასაცავად პარლამენტში, ნაძალადევის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჩვენივე ფენის წარმომადგენელი, ჩვენი გაწირვების გამზიარებელი და ჩვენი ცხოვრებით მცხოვრები თამარ იარაჯული წარვადგინეთ! პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში, გვაქვს შანსი, ჩვენი უფლებები ჩვენვე დავიცვათ, კანონები, რომელიც წლებია ვერ “მოგვარგეს”, თავად შევცვალოთ, ვიქცეთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად! სამწუხაროდ, ძლიერი პარტიებისაგან განსხვავებით, ჩვენი, შშმ პირებისა და სიციალურად დაუცველების ფინანსები შესაძლებლობას არ გვაძლევს, ფართომასშტაბიანი წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოოთ. დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი სახელმწიფოსგან არ იღებს დაფინანსებას, დამოუკიდებელ დეპუტატობის კანდიდატს არ ეკუთვნის უფასო სატელევიზიო სარეკლამო დრო… არ გვყავს ცნობადი სახეები, ვინც გვერდით დაგვიდგება და მოსახლეობას ჩვენს თავს გააცნობს, არ გვაქვს ფინანსები, რომ სარეკლამო დრო ვიყიდოთ. სწორედ ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ თხოვნით: ვინაიდან ფინანსებზე მეტად გვჭირდება ადამიანური რესურსი, დაგვეხმარეთ, დადექით ჩვენს გვერდით. გაავრცელეთ ინფორმაცია თამარ იარაჯულზე, გაავრცელეთ ინფორმაცია ჩვენზე. თითოეული თქვენგანის აქტიურობა ათი და ასი ათასობით ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. გთხოვთ, დადექით ჩვენს გვერდით ლექსით, სიმღერით, კეთილი სიტყვით. გთხოვთ!!!!“ – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილები – დაუნის სინდრომის” დამფუძნებელი ინგა ლოლაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები