იოსებ მაკრახიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მოსახლეობასა და გორში, ვერხვების კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სფეროების ოთხწლიანი გეგმა გააცნო და მოსახლეობასთან ერთად არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელა.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი თუ საარსებო პირობების გაუმჯობესება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. გასული 4 წლის განმავლობაში, დევნილი ოჯახებისთვის სოციალური პაკეტების განხორციელებაში- ბინის ქირა, ერთჯერადი ფულადი დახმარება და სხვა- სახელმწიფოს მხრიდან 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში დევნილების სოციალური პაკეტების ბიუჯეტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას“,-აღნიშნა მაკრხიძემ დევნილებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ძლიერი გლეხი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია.
„ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი აგროპოლიტიკის შედეგად, სოფლის მეურნეობაში უკვე შეიმჩნევა ტენდენციები წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს. დაინერგება მორწყვის თანამედროვე სისტემები და 2 00 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მორწყული მიწის ფართობი“, – განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები