სამეცნიერო კონფერენცია “ბიორეგულაციური თერაპია – თანამედროვე ფარმაკოთერაპიის ეფექტური მიმართულება“ გაიმართება

ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ თემაზე „ბიორეგულაციური თერაპია – თანამედროვე ფარმაკოთერაპიის ეფექტური მიმართულება“ – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენცია, რომელიც გერმანული კომპანია ”ჰეელის” ორგანიზებით ტარდება ხვალ, 17 სექტემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.
მასში გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციას 200-მდე ექიმი დაესწრება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიმართავს. გერმანელი მედიცინის დოქტორი, პროფესორი მარტინ კლემენს ბარტში კი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – „ბიორეგულაციური საინექციო ტექნიკები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს“.

უკრაინაში მოღვაწე ქართველი ექიმის, პროფესორ ბესიკ შამუგიას თქმით, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს, რომელიც კონფერენციას დაესწრება, აქვს შესაძლებლობა მიიღოს მაღალეფექტური და განსხვავებული მიდგომა, რომელსაც შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენებს.

“21-ე საუკუნეში აღარავინ დაობს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა და ჩვენსავე ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხანგრძლივი და ბედნიერი მომავლის საწინდარია. ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, მიუხედავად ჩვენი საუკუნის თანმდევი ფაქტორებისა, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე. ასევე, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ალოპათიური პრეპარტების უსაფუძვლო მიღება, რაც ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიურად მოქმედებს. საერთაშორისო კონფერენციაზე წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან მოხსენებას წაიკითხავენ კომპანია „ჰეელის” კომპლექსური ბიოლოგიური პრეპარატებით მრავალი დაავადების მკურნალობის შესახებ“, – განაცხადა ბესიკ შამუგიამ.

პროფესორის თქმით, ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები