აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე 730 კმ. ახალი გზის მშენებლობა იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმა წარმოადგინა.
კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება უახლოეს 4 წელიწადში შემდეგი ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს: აღმოსავლეთ-დასავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალი და მისი ქვე-მარშრუტები.
“აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტობანის დასასრულებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, აშენდება შემდეგი მონაკვეთები: თბილისი-ლაგოდეხის ავტობანი, ლაგოდეხი – წნორი – ბაკურციხე (56კმ), ბაკურციხე – თბილისი – 80კმ. მონაკვეთი, გურჯაანის შემოვლითი – თელავი 30კმ.–იანი მონაკვეთი, ზემო ოსიაური – ჩუმათელეთი – 14 კმ. მონაკვეთზე 4-ზოლიანი ავტობანი. რიკოთის მონაკვეთი – ჩუმათელეთი–არგვეთა – რიკოთის უღელტეხილზე 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება 4-ზოლიანი 53-კილომეტრიანი ავტობანი, რისთვისაც გაიჭრება 40-მდე გვირაბი და აშენდება 90-მდე ხიდი. რიკოთის ავტობანის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება ხარაგაულის შემოვლითი გზა – ჩუმათელეთი – ხარაგაული – ძირულა (50კმ). ზესტაფონი – ქუთაისის 4-ზოლიანი 15კმ.–იანი მონაკვეთი – მიმდინარეობს და დასრულდება 2017 წელს. სამტრედია – გრიგოლეთი – აშენდება 51 კმ.–იანი 4-ზოლიანი მონაკვეთი, დასრულდება მომავალ ორ წელიწადში. გრიგოლეთი – ჩოლოქი 14 კმ.–იანი მონაკვეთი – მიმდინარეობს პროექტირება. ქობულეთის შემოვლითი გზა – მიმდინარეობს 18 კმ. მონკვეთის მშენებლობა, ბათუმის შემოვლითი გზა – 14 კმ.–იანი მონაკვეთი. ბათუმი (ჭოროხი) – სარფი 11 კმ.–იანი მონაკვეთი – მიმდინარეობს პროექტირება. ასევე, აშენდება ანაკლიისა და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები: გრიგოლეთი – ფოთის 24 კმ.–იანი მონაკვეთი, სამტრედია – ზუგდიდის შემოვლითი გზა, ანაკლიის პორტის გათვალისწინებით – 90 კმ.”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ–დასავლეთის ძირითადი მაგისტრალის გარდა, შენდება თბილისი–წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები