მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ – პრემიერმა კახიშვილს მადლობა გადაუხადა

პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოსთვის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახა კახიშვილს მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა სისტემაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვფიქრობთ, რომ ეს იქნება თვისობრივი ცვლილება საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება. სრულწლოვანი მსჯავრდებულისთვისაც ინერგება არასაპტიმრო სასჯელის ახალი სახე – შინა პატიმრობა, მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები, იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა საქმეების გადასინჯვის მექანიზმები ანუ შემდგომი შესაძლო გათავისუფლების მექანიზმი შემოდის და ა.შ.
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებებია და მინდა წარმატება გისურვოთ ამ ცვლილებების დანერგვის პროცესში“, – მიმართა პრემიერმა კახა კახიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები