გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა

გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებსა და ტურისტულ პოტენციალს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე „Phoenix“ წელს უკვე მეორედ გადის რეპორტაჟი საქართველოს შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეპორტაჟში საუბარია საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებზე და აღნიშნულია, რომ ქვეყანამ მრავალი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
სიუჟეტში ავტორი – გერმანელი ჟურნალისტი ბირგიტ ვირნიხი – ყურადღებას ამახვილებს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ რეფორმების წყალობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ კი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა.
ბირგიტ ვირნიხის რეპორტაჟი საქართველოს უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნადაც წარმოაჩენს.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სწორედ გეოგრაფიული მდებარეობისა და კულტურული მრავალფეროვნების გამო, საქართველო ყოველთვის აღტაცებას იწვევდა უცხოელ სტუმრებში. განსაკუთრებული აღფრთოვანება სიუჟეტის ავტორში ბათუმმა გამოიწვია, რომელსაც გერმანელი ჟურნალისტი კოსმოპოლიტურ ქალაქად მოიხსენიებს. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე საქართველოს შესახებ მომზადებული რეპორტაჟი 15-დან 28 სექტემბრამდე განმეორებით რამდენჯერმე გავა.
http://www.ardmediathek.de

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები