ბათუმში, სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით, ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გახსნეს

უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს “ბათუმის წყალი“, რომლის ბრიგადებიც წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ამის შესახებ ბათუმის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
“უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს “ბათუმის წყალი“, რომლის ბრიგადებიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ახორციელებს. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.
ამ დროისთვის შპს ,,ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა.
ძლიერი წვიმის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. რეგულარულ რეჟიმში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
შეზღუდვა არ დაფიქსირებულა წყალმომარაგებაში. ამ დროისთვის წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებს.
საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე 24 22 22”, -ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები