ხობში XIII-XIV საუკუნეებში აშენებული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხობში დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაობი დაათვალიერა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუშაობა 2015 წლის მიწურულს დაიწყო და მალევე მიწისქვეშ  უძველესი ნაგებობების ფრაგმენტები აღმოაჩინა, რომლთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სწავლობს.
ხობის მონასტერი  XIII-XIV საუკუნეებშია აშენებული. იგი შემოსაზღვრულია გალავნით, რომლის დასავლეთ ნაწილში ჩაშენებულია ორსართულიანი სასახლე, რომელიც სანახევროდ დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლების ნაწილები. პროექტი სასახლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს  – აღდგება მორღვეული კედლები, სართულშუა გადახურვა, ორქანობიანი კრამიტის სახურავი. სართულებზე დაიგება იატაკი და  ჩაისმება კარ-ფანჯრა. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნების საკითხს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. რეაბილიტაცია არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას უზრუნველყოფს , არამედ  ხობის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები