თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით განხორციელდება

იაპონიის მთავრობის დახმარებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგურების საშუალებით განხორციელდება.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი გიგლა აგულაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იაპონელ სპეციალისტებთან ერთად, ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს გაეცნენ.
ავტომატური სადგურის საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24-საათიანი ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება და და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაცემს.
ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO), აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2), გოგირდის ორჟანგის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა.
ჰაერის სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთელის გამზირებზეა განთავსებული, აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.
გარემოს ეროვნული სააგენტო, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, მრავალ ახალ ინიციატივას ახორციელებს, პარალელურად, მიმდინარეობს ინდიკატორული გაზომვებიც. თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები