ოზურგეთში 640 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 640 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სარეაბილიტაციო პროექტს, რომლის ფარგლებშიც მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის 4,5 კმ. სამელიორაციო არხი აღდგება, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაც 543 000 ლარია, მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
აღდგენილი სამელიორაციო სერვისით მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები