თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა 02:00-დან 03:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის, ბუაჩიძის, სანზონის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ჭოპორტის, ერწოს, ნაგომარის, მუხრანისა და ქვიშხეთის ქუჩების აბონენტებს შეეხება.
“თელასი” მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები