ხვალ მაღალტექნოლოგიური ცენტრი– „სილიკონ ველი თბილისი” გაიხსნება

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი– „სილიკონ ველი თბილისი” გაიხსნება. გახსნის ცერემონია ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.
ცენტრი IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
„სილიკონ ველი თბილისის” პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიდაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები