მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს დღეს 101 წელი შეუსრულდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ნიკოლოზ ფოფხაძეს დღეს 101 წელი შეუსრულდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ ღვაწლმოსილ ვეტერანს იუბილე პირადად მიულოცეს და საჩუქართან ერთად, სამსახურის სასუვენირე მედალი გადასცეს.
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ფოფხაძე სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი და ღვაწლმოსილი ვეტერანია. ის დაჯილდოებულია 4 ორდენითა და მრავალი მედლით, ის ვეტერანული მოძრაობის აქტიური წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები