აფხაზეთში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 12 მათგანი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო ხუთი – ოჯახებმა რაიონებში გადაასვენეს.
სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც გარდაცვლილებს პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები