ბიძინა გეგიძე მცირე მეწარმეებს შეხვდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცირე მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი ხელისუფლების მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმის გაცნობა იყო.
„ქართული-ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ გეგმაში ეკონომიკური რეფორმების პაკეტი შედის და მისი მიზანი მცირე ბიზნესის განვითარება და მეწარმეების მხარდაჭერაა.
გეგმის გაცნობის შემდეგ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მეწარმეებისგან წინადადებები მოისმინა, თუ კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან, რათა მაქსიმალურად წახალისდეს მცირე და საშუალო ბიზნესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები