ბიძინა ივანიშვილი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი პროექტი, რომელიც “თი-ბი-სი ბანკს” უნდა განეხორციელებინა, ოთხმილიონნახევარი ჯდება და მას სჭირდება ჩემი თანადაფინანსებაში მონაწილეობა, რაზეც საჯაროდ გიცხადებთ, რომ მივიღებ მონაწილეობას”, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”, ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეს ონში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი პროექტის შესახებ, რომელიც “თი-ბი-სი ბანკს“ უნდა განეხორციელებინა, თუმცა ამ დრომდე არ არის დასრულებული და მას ამ პროექტის ლობირება სთხოვეს .
ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ იცნობს ამ პროექტს პირადად მამუკა ხაზარაძისგან და მან ხაზარაძეს დახმარებაც შესთავაზა მის განხორცილებაში. ბიძინა ივანიშვილის თქმით,  ამ საკთხზე მამუკა ხაზარაძეს დაუკავშირდება და კიდევ ერთხელ შესთავაზებს დახმარებას.
სარეკლამო ჭრის შემდეგ კი ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ უკვე შედგა ამ საკითხზე კომუნიკაცია.
“მარტო ვერ გავაკეთებო, ასე განაცხადა ხაზარაძემ. ჩვენ ერთად გავაკეთებთ. რამდენიც დასჭირდება, დავეხმარები და ერთად გავაკეთებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მუზეუმის ახალი პროექტი გაზაფხულამდე განხორციელდება.
ამასთან, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში, ანალოგიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართუ“ ზუგდიდის თეატრს გაარემონტებს.
“გპირდებით, რომ თეატრს 2018 წლისთვის გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ, ასევე დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან. საჯაროდ გეუბნებით, რომ 2018 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ და თეატრს გავარემონტებთ, ფონდი „ქართუ“  მყავს მხედველობაში და არა ხელისუფლება”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები