კახეთში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

14-15 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში რამდენიმე სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა.
როგორც „კვირას“ სსსტც ,,დელტადან“ აცნობეს, 14-15 სექტემბერს კახეთის რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის მასა განეიტრალდა. 14 სექტემბრის 18:00 საათიდან საგარეჯოს, გურჯაანისა და ახმეტის რაიონებში დასავლეთიდან ფრონტალური ღრუბლის მასები გავრცელდა.
19:20 საათიდან ღრუბლები ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონების თავზეც გავრცელდა.
20:11 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ. იყო. 22:00 საათისთვის ღრუბლის მასების გავრცელება ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზეც აღინიშნა.
15 სექტემბრის 01:04 საათიდან ღრუბლის მასებმა ხელმეორე შემოსვლა დაიწყო ყვარლის, თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონებში. სეტყვასაშიში ღრუბლების ეტაპობრივი გავრცელება რეგიონში 15 სექტემბრის 03:00 საათამდე გრძელდებოდა.
14 სექტემბრის 19:43 საათიდან 15 სექტემბრის 03:05 საათამდე ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილ იქნა 60 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა. დამუშავების შედეგად ღრუბლის მასები ზემოაღნიშნული რაიონების თავზე მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები