სოფელ გამარჯვებაში გოდერძი ჩანქსელიანის მხარდამჭერი შეხვედრა და კონცერტი გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ხალხმრავალი შეხვედრა გაიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატ გოდერძი ჩანქსელიანთან.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა მთავრობის მიერ განხორცილებულ პროექტებზე და აღნიშნა ისიც, რომ უკვე დაწყებულია გაზიფიცირების პროექტიც.
„გასაკეთებელი ბევრია და ერთმანეთის თანადგომით მივალთ გამარჯვებამდე“,-განაცხადა გოდერძი ჩანქსელიანმა შეხვედრაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი, მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.
შეხვედრის შემდეგ კანდიდატის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ სოფო ბედია,ზურაბ დოიჯაშვილი და ტატო გოდერძიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები