სტიქია ლაგოდეხის რაიონში – სპეციალური კომისია ზარალს ითვლის

ლაგოდეხის რაიონის მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქია ლაგოდეხის რაიონის სამ სოფელს დაატყდა თავს. ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა სოფელ აფენში, ჭაბუკიანსა და გვიმრიანში ათობით ოჯახი მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახდილი აქვს სახურავი, მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები. ერთი ხე აფენის საჯარო სკოლის შენობის ნაწილს დაეცა, რამაც სახურავი დააზიანა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
“ისეთი ძლიერი ქარიშხალი იყო, რომ მარტო ჩვენს სოფელში 15-მდე სახლს სახურავი გადახადა. ასეთი მდგომარეობაა მეზობელ სოფლებშიც”, – აცხადებს სოფელ აფენის მცხოვრები ნიკოლოზ ჯაჯანიძე.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც რაიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან დაითვლის.
“დღეს დილიდან ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მოხდება ზუსტი აღწერა, კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიადგა თითოეულ ოჯახს. ამის შემდეგ გადაწყდება, რა სახის დახმარებას მიიღებს დაზარალებული მოსახლეობა”, – აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა ჯამბურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები