ახალი სასწავლო წლის დაწყება რამდენიმე სკოლაში გადაიდო

“ახალი სასწავლო წლის დაწყება 20 სკოლაში, სავარაუდოდ, ორი კვირით გადაიდო”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინსტრმა აღნიშნულის მიზეზად სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობა დაასახელა. მისივე თქმით, ამ 20 სკოლიდან 13 ამერიკული სკოლაა და სანამ შესაბამისი კომისია არ ჩაიბარებს, აქ სწავლა არ დაიწყება.
მისივე ინფორმაციით, მოსწავლეებს გაკვეთილის საათები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები