ლაგოდეხის მოსახლეობას ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

კახეთში, ლაგოდეხში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და სახლებს სახურავი ახადა. რამდენიმე სოფელს ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყდა.
სტიქიის ზონაში სახანძრო და სამაშველო ბრიგადების მობილიზება გახდა საჭირო.
ლაგოდეხში ზარალს ხვალ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაითვლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები