„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თბილისის მოსახლეობას ბოდიშს უხდის

თბილისის რამდენიმე უბანში ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნის გამო, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს. კომპანია შექმნილი მდგომარეობის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის .

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში (ვაკე, წყნეთი) დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი, რაც გამოწვეული იყო გაზის ჭარბი ოდოზირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ამ ეტაპზე არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ არსებობს.

ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად, რათა მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

შექმნილ მდგომარეობაზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

ცხელი ხაზის ნომერია: 2 24 40 40 (651)“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები